Friday, April 28, 2017

ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე

მეცხრე ტრენინგ-დღე

უმნიშვნელოვანესი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.
მოვახდინე ჩემი შესრულებული დავალებების გადამოწმება და googl drive-ze ატვირთვა და ბლოგზე  გამოქვეყნება.
მადლობას ვუხდით, ბატონ გიორგი ხომასურიძეს საინტერესო ტრენინგის ჩატარებისა და გაწეული დახმარებისათვის.
წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებ თითოეულ ჩემ თანაჯგუფელს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.


Sunday, April 23, 2017

მერვე ტრენინგ-დღე...

მერვე ტრენინგდღემ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ.
დავასრულეთ პროექტზე პრეზენტაციაზე მუშაობა.

Saturday, April 22, 2017

მეშვიდე ტრენინგ-დღე...

საინტერესო იყო ტრენინგის მეშვიდე სამუშაო დღე. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციების მომზადებაზე.

მეექვსე ტრენინგ- დღე


მეექვსე ტრენინგ-დღემ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად.

დავასრულეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანად დაგვეხმარება სწავლა-სწავლების პროცესში, რათა უკეთ იქნეს თითოეული მოსწავლის მიერ აღქმული საკითხი, რომლის შესახებაც  მომზადდება ესა თუ ის პროექტი. 

Saturday, April 8, 2017

მეხუთე ტრენინგდღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით პროექტების სტრუქტურას; ვიმსჯელეთ მათი დაგეგმვის, მიმდინარეობის, ასევე, შეფასების მოდელებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
მე-4 ტრენინგდღემ საკმაოდ შინაარსიანად ჩაიარა.
გავეცანი პროექტის თემის შერჩევასა და პროექტის მიზნების დადგენას;
თემატური კითხვების შემუშავებისა და მათი მიზანმიმართულად გამოყენების უნარ-ჩვევებს.

Saturday, April 1, 2017

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

ინტელის პროექტის მესამე ტრენინგდღე საინტერესოდ წარიმართა.
განვიხილეთ სასწავლო პროექტების გეგმის შაბლონი.
ვიმუშავეთ პროექტების საპროექტო თემის შერჩევასა და აქტუალობაზე;
ვიმსჯელეთ მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების დადგენასა და მათი მიზანმიმართულად გამოყენებაზე სწავლა-სწავლების პროცესში.

Friday, March 31, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია



აღწერა: გავეცანით ინტელის პროექტის მნიშვნელობას; პროექტებით სწავლებისა და მისი სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენების თავისებურებებს.
აღნიშნული სიახლით უფრო მრავალფეროვანი და მოტივირებული გახდება სასწავლო პროცესი.